ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიის პრემიერ-მინისტრი გადადგა


იორდანიის პრემიერ-მინისტრი ჰანი მულკი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადადგა. მან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს ქვეყნის მონარქს, აბდალა მეორეს წარუდგინა.

იორდანიაში გამოსვლები მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდას და ფასების ზრდას მოჰყვა. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა. მთავრობამ მასობრივი დემონსტრაციების შეკავება სცადა, რასაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გადაწვეტილების მთავარი მიმღები იორდანიაში ქვეყნის მონარქია, თუმცა დემონსტრანტების გაღიზიანება მის მიერ დანიშნული მთავრობის მიმართ იყო მიმართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG