ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის პოლიციამ ალექსეი ნავალნი გაათავისუფლა


პოლიციამ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი გამოუშვა. ის მოსკოვში მას შემდეგ დააკავეს, რაც ნავალნის მოწოდებების შედეგად, რუსეთში რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო. ოპოზიციის მხარდამჭერები მომავალ არჩევნებს აპროტესტებდნენ, რომელზეც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთხელ არჩევას მოელიან. პუტინს 19 წელია პრეზიდენტის, ან პრემიერის პოსტი უკავია.

18 მარტს დანიშნულ არჩევნებს ნავალნი „ფსევდო-არჩევნებს“ უწოდებს და ბოიკოტისკენ მოუწოდებს. „თაღლითები და ქურდები“ - ყვიროდა ხელისუფლების მისამართით აქციაზე მიმავალი ოპოზიციის ლიდერი, როცა ის პოლიციამ დააკავა და ავტობუსში შეაგდო. ძლიერი ყინვების მიუხედავად, დემონსტრაციებზე, რომელიც რუსეთის ბევრ ქალაქში მოეწყო, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG