ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯილ ბაიდენი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრება


ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. წელსაც, თამაშები განსხვავებული წესებით ჩატარდება. ღონისძიებებზე არ დაიშვება მაყურებელი.

თამაშების გახსნის დღე 23 ივლისსაა დანიშნული და მას ჯილ ბაიდენიც დაესწრება. ეს პირველი ლედის მეორე ოფიციალური ვიზიტია ამერიკის საზღვრებს გარეთ. პირველად ის ჯო ბაიდენს გაჰყვა ევროპის ტურში.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, 8 ივლისს, ტოკიოში, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰიდე სუგამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, იაპონია საგანგებო მდგომაროებას მეოთხედ აცხადებს. ამჯერად ეს მდგომარეობა, 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე იქნება ძალაში.

საგანგებო მდგომარეობა არ გულისხმობს ქვეყნის სრულ ლოკდაუნს, თუმცა კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, ოლიმპიურ თამაშებზე სრულად აიკრძალება მაყურებლების დასწრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG