ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიში და კინზინგერი გმობენ ძალადობას საქართველოში


შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ჟურნალისტებზე, ტურისტებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები საქართველოში დასაძრახია. ვლოცულობ ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის - ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა მიეცენ პასუხისგებაში. კანონის უზენაესობა ეხმარება მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს” - აცხადებს ის.

“საქართველოს მთავრობამ უკეთ უნდა დაიცავს კონსტიტუციური უფლებები თავისუფალი შეკრების და თავისუფალი სიტყვის და უზრუნველყოა მოქაალქეები არიან უსაფრთხოდ, როცაამით სარგებლობენ. თანაბრად, ხალხი ვინც ხელს უშლის ამ უფლებით სარგებლობას კანონისსრული ძალით უნდა დაისაჯოს. ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად რთული დროა, დაძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ყველა და ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს”, - განუცხადა სენატორმა “ამერიკის ხმას”.

მომხდარა “ამერიკის ხმასთან” საუბარში გამოეხმაურა კონგრესმენ ადამ კინზინგერის ოფისიც. წერილობით განცხადებაში კონგრესმენი წერს:

“კონგრესმენი ძალადობით აღშფოთებულია, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა, და ისმოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ მათდანაშაულებზე. ის იმედოვნებს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, - განუცხადა კონგრესმენის ოფისმა “ამერიკის ხმას”.

შეფასებები, შეერთებულ შტატებში, კონგრესში, 11 ივლისს ჟურნალისტის, ლექსი ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. ლაშქარავა 5 ივლისს 20-ზე მეტმა ადამიანმა ჯგუფურად ცემა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG