ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის თანაშემწე ლიბიაში ჩავიდა


კლინტონის თანაშემწე ლიბიაში ჩავიდა
კლინტონის თანაშემწე ლიბიაში ჩავიდა

ლიბიას შეერთებული შტატების საგარეო უწყების მაღალჩინოსანი ეწვია. ეს ვაშინგტონის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ლიბიის მმართველის მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო. სახემწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეფრი ფელტმანი ამბოხებულთა მთავარ საყრდენ ქალაქში ბენღაზიში ოპოზიციის ლიდერებთან მართავს მოლაპარაკებებს. მისი ვიზიტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც წინა დღეს ევროკავშირმა ბენღაზიში დიპლომატიური ოფისი გახსნა, რომელიც ლიბიაში დემოკრატიულ პროცესებს დაუჭერს მხარს. კვირას ბენღაზიში ოფისი ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა გახსნა. ოფისმა „ტიბესტის“ სასტუმროში დაიდო ბინა, რომელიც მკაცრად არის დაცული. ეშტონის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ლიბიელი ხალხის თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG