ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში კიდევ ერთი რეაქტორი იხურება


იაპონიაში კიდევ ერთი რეაქტორი იხურება
იაპონიაში კიდევ ერთი რეაქტორი იხურება

იაპონიის კანსაის ელექტრომომარაგების კომპანია აცხადებს, რომ მის კუთვნილ ოჰის ელექტროსადგურის პირველ რეაქტორს მანუალურად გამორთავს, რაც ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რაიმე გაჟონვას ადგილი არ აქვს.

რეაქტორი ტოკიოდან 350 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მას ჩაუტარდება დეტალური დათვალიერება, რადგანაც ბორის მჟავის საცავებში წნევა გაურკვეველი მიზეზებით დაეცა. ამ დროისთვის წნევა ნორმას დაუბრუნდა. რეაქტორის დროებითმა დახურვამ თავის მხრივ კიდევ უფრო გაართულა იაპონიის ელექტრომომარაგება, იმ ფონზე როდესაც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური 11 მარტს ცუნამის შემდეგ დაზიანდა.

XS
SM
MD
LG