ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის მინისტრების ქმედება


სალოცავის მონახულებამ ჩინეთის და სამხრეთ კორეის გაღიზიანება გამოიწვია

იაპონიის ორი მინისტრი ომის დროინდელ სალოცავს ეწვია, რომელიც ტოკიოს იმპერიალისტური წარსულის სიმბოლოდ განიხილება. მინისტრების ვიზიტმა ჩინეთის და სამხრეთ კორეის გაღიზიანება გამოიწვია. ნაციონალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ჯინ მაცუბარამ და მიწების მართვის მინისტრმა იოშირო ჰატამ დღეს ტოკიოში იასუკუნის სალოცავი მოინახულეს.

აღნიშნული ტაძარი იაპონიაში ომში დაღუპულთა საპატივცემულოდ არის აშენებული, მათ შორის იმ ადამიანების, რომელთაც სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი. 2009 წლის შემდეგ, რაც იაპონიის სათავეში დემოკრატიული პარტია მოვიდა, ეს მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის 67-ე წლისთავს დაემთხვა.
XS
SM
MD
LG