ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთში თოვლი მოვიდა


იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთში თოვლი მოვიდა
იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთში თოვლი მოვიდა

იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთში თოვლი მოვიდა, რაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას კიდევ უფრო ართულებს. უსახლკაროდ დარჩენილი ასობით ათასი ადამიანი კვალს სურსათის, თბილი ტანსაცმლისა და საწვავის მოლოდინშია.

იაპონიის იმპერატორმა სატელევიზიო და რადიო მიმართვაში თითოეულ იაპონელს ერთმანეთის გამხნევებისა და დახმარებისკენ მოუწოდა.

იაპონიის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რეკორდული 9 ბალიანი მიწისძვრისა და შემდეგ ცუნამის შედეგად 3600 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია. დაახლოებით 7500 ადამიანი უგზო-უკველოდაა დაკარგული.

წინასწარი მონაცემებით დანგრეულია დაახლოებით 60 ათასი სახლი. სანაპიროსთან ახლოს მდებარე რამდენიმე ქალაქში მაშველების მისვლა დანგრეული გზების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG