ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში რადიაციის საფრთხე იზრდება


იაპონიაში რადიაციის საფრთხე იზრდება
იაპონიაში რადიაციის საფრთხე იზრდება

იაპონიაში ფუკუშიმას ატომურ ელეტქროსადგურზე აფეთქება მესამე რეაქტორზეც მოხდა, რის შედეგადაც რეაქტორს მოძვრა სახურავი და დამცავი კედლები. მსგავსი აფეთქება პირველ რეაქტორზე შაბათს მოხდა. როდესაც გაგრილების სისტემამ ვერ იმუშავა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები კვლავ განაგრძობენ შესაკეთებელ სამუშაოებს და ამჯერად უკვე მეორე რეაქტორის გადასარჩენად იბრძვიან, სადაც ასევე მთლიანად მოშლილია გაგრილების სისტემა. თუკი გაცხელების შედეგად ბირთვული საწვავის კონტეინერი დაზიანდა, ჰაერში დიდ რაოდენობით რადიაცია მოხვდება, რაც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ ხიფათს შექმნის.

ფუკუშიმას ატომურ სადგურზე ავარია, პარასკევს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ გამოიწვია. ფუკუშიმას რაიონიდან 200 ათასი ადამიანი უკვე ევაკუირებულია, ხოლოს იმ 600 ადამიანს ვინც სახლები არ დატოვა, ხელისუფლება შენობებში დარჩენას ურჩევს. რაც შეეხება მიწისძვრისგან გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობას, ჯერჯერობით ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა ციფრმა 10 ათასს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG