ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეიკერი ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხედვას აკრიტიკებს


FILE - Former U.S. Secretary of State James Baker
FILE - Former U.S. Secretary of State James Baker

“მსოფლიო ნაკლებად უსაფრთხო იქნებოდა, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის იდეები რომ განხორციელებულიყო,” ეს განცხადება შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანდმა ჯეიმს ბეიკერმა სენატის წინაშე წარდგომისას გუშინ გააკეთა.

რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ ტრამპის კიდევ ერთი იდეა გაიხსენა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰკითხა როგორი იქნებოდა საყარო ამერიკას ნატო რომ დაეტოვებინა და იაპონიას ან სამხრეთ კორეას ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ.

“დღეს ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრად მეტი გვექნებოდა. ნატო ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობის საფუძველია. რაც მეტი ქვეყანა მოიპოვებს ბირთვულ იარაღს, ნაკლებად უსაფრთხო იქნება სამყარო,” უპასუხა რუბიოს ბეიკერმა.

ნატოს მიმართ კრიტიკა საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს, მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ ბირთვული იარაღის მოპოვება უნდა შეეძლოთ იაპონიას, სამხრეთ კორეას და საუდის არაბეთს.

XS
SM
MD
LG