ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის ელჩს ინდოეთიდან გასვლა ეკრძალება


დიპლომატიურ იმუნიტეტზე ელჩმა უარი თავად განაცხადა და ინდოეთის მხარეს იტალიელი მეზღვაურების გადაცემას დაპირდა

ინდოეთის უზენაესი სასამართლო იტალიის ელჩს ქვეყნიდან გასვლას კიდევ ერთი კვირით უკრძალავს. ინდოეთის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას შემდეგი გარემოებით ხსნის: ეს არის პასუხი იტალიის უარზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 იტალიელი მეზღვაურის ინდოეთის სასამართლოსთვის გადაცემის მოთხოვნაზე.

იტალიის ელჩმა პირად დიპლომატიურ იმუნიტეტზე უარი თქვა და ინდოეთის მხარეს პირობა მისცა, რომ იტალიელი მეზღვაურების გადაცემა 22 მარტამდე მოხდებოდა. მასიმილიანო ლატორეს და სალვატორე გირონეს ინდოელი მეთევზეები მეკობრეები ეგონათ და მათ ცეცხლი გაუხსნეს. იტალიის მხარე ამტკიცებს, რომ ინციდენტი ნეიტრალურ წყლებში მოხდა და სასამართლო მეზღვაურთა სამშობლოში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG