ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიას ევროკავშირის მიერ დაწესებული ვადა ეწურება


ევროპის კავშირის მიერ იტალიისთვის დაწესებული ვადა დღეს იწურება. ბრიუსელი რომისგან 2019 წლის საბიუჯეტო პაკეტის გადახედვას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიას შესაძლოა ფინანსური სანქციები დაუწესდეს.

იტალიის მთავრობა მიანიშნებს, რომ შეთავაზებული დანახარჯების შეკვეცას და ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ გეგმავს. რომი ევროკომისიას 2019 წლის ბიუჯეტს, სავარაუდოდ, უცვლელად გაუგზავნის.

იტალიის ბიუჯეტი ევროკავშირის იმ ფისკალურ რეგულაციებს არღვევს, რომელიც მიზნად ისახავს ბლოკის ქვეყნების მოსახლეობის დავალიანების შემცირებას. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაჯანიმ დღეს თქვა, რომ ბიუჯეტი "უნდა შეიცვალოს და კეთილგონიერებამ უნდა იზეიმოს".

ევროკომისია შიშობს, რომ თუკი რომი საბიუჯეტო დეფიციტს არ შეამცირებს, ის ევროპის კავშირს ფინანსური კრიზისის საფრთხეს შეუქმნის. იტალია ევროზონის ზომით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG