ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილება


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე უკანონო ებრაული დასახლებების შესახებ მიმდინარე დავა დასრულდა

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებმა ისრაელის მოქალაქეებმა საცხოვრებელი სახლები ნებაყოფლობით დატოვეს. ამ ნაბიჯით დასრულდა ისრაელის უზენაეს სასამართლოში უკანონო დასახლებების შესახებ მიმდინარე დავა. სასამართლო აცხადებდა, რომ ებრაელების სახლები უკანონოდ იყო აშენებული მიწაზე, რომელიც პალესტინელების კერძო საკუთრებაში იმყოფება.

მიგრონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოჯახებმა დღეს დილას დატოვეს დასახლება. მათი სახლები ისრაელის მთავრობის იურისდიქციაში მყოფი ტერიტორიის საზღვრებს გარეთ მდებარეობდა, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ მათი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღოს და საბოლოო ვადად 4 სექტემბერი დაადგინა.

ისრაელის ახალგაზრდების რამდენიმე რადიკალურმა დაჯგუფებამ მიგრონში საპროტესტო დემონსტაცია გამართა გამოსახლებული ოჯახების მხარდასაჭერად, მაგრმ პოლიციამ მათ დემონსტაცია მალევე დაშალა.

პალესტინელები სასტიკად გმობენ ისრაელის მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე წარმოებულ ნებისმიერ მშენებლობას. ისინი აცხადებენ, რომ ისრაელი ოკუპირებას უკეთებს პალესტინის მომავალი სახელმწიფოს ტერიტორიებს. საერთაშორისო საზოგადოება პალესტინებელის მოსაზრებას უჭერს მხარს და აცხადებს,რომ ისრაელის მშენებლობები უკანონოა.
XS
SM
MD
LG