ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა


Israel Festiv
Israel Festiv

ისრაელის ჩრდილოეთში რელიგიური დღესასწაულის ლაგ ბა-ომერის აღნიშვნისას მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მერონის მთაზე ვიწრო გასასვლელით ასვლას ათასობით ადამიანი ცდილობდა. ისინი, ძირითადად, ორთოდოქსი ებრაელები იყვნენ. მსვლელობისას სრიალა იატაკზე რამდენიმე ადამიანს ფეხი დაუცდა და სხვებიც ჩაითრია, რის შემდეგაც ხალხში პანიკა და ჭყლეტა დაიწყო.

სამაშველო სამსახურები იუწყებიან, რომ ჭყლეტის შედეგად დაღუპულია 38 ადამიანი. გაზეთ “იერუსალიმ პოსტის” ინფორმაციით კი დაღუპულთა რაოდენობა 44 ადამიანია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და მას უმძიმესი კატასტროფა უწოდა.

მერონის მთაზე დღესასწაულის აღნიშვნა ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური შეკრება იყო მას შემდეგ, რაც ისრაელმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG