ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ნავალნის ოფისებს ხურავენ


რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ პარასკევს განაცხადა, რომ დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების რეგიონული ოფისები „ტერორიზმსა და ექსტერმიზმში“ ჩართული ორგანიზაციების სიაში შეჰყავს.

ნავალნის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ქმედებების შედეგად, ისინი ქსელს ხურავენ.

მოსკოვში სასამართლო განიხილავს, გამოაცხადოს თუ არა ნავალნის ანტი-კორუფცციული ფონდი „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად. ეს რუს სამართალდამაცვებს მისცემს საშუალებას დააკავონ აქტივისტები და გაუყინონ მათ ბანკის ანგარიშები.

ნავალნი იანვარში დააკავეს და მას 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ზეწოლა ორგანიზაციებზე ვინც ნავალნისთან ასოცირდება, ამის შემდეგ გაიზარდა.

გასულ ზაფხულს, ნავალნი ნერვული აგენტით მოწამლეს. ის მომხდარში ბრალს ვლადიმირ პუტინს დებს. რუსეთის ხელისუფლება კი ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG