ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეში თითქმის 400 000 ინფიცირებული - ინდოეთი


ინდოეთში, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 400 000-ს უახლოვდება. დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ, 386 452 ინიფიცირების ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

ზედიზედ, 9 დღის განმავლობაში, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 300 000-ს აღემატება. ინდური მედია, ადგილობრივ ჯანდაცვის ექსპერტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა იმაზე ხუთჯერ მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალური მონაცემებია.

დღესვე, ინდოეთმა აშშ-ის დახმარება მიიღო. ამერიკული დახმარება მოიცავს ჟანგბადისთვის განკუთვნილ მოწყობილებათა მარაგს, სწრაფ დიაგნოსტიკურ ტესტებს და ნედლეულს, ვაქცინის წარმოებისთვის.

პანდემიის მეორე ტალღამ, ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა ნგრევის პირას მიიყვანა. უიმედო ვითარებას სულ უფრო ამძიმებს გადავსებული საავადმყოფოები და ჟანგბადის მწვავე დეფიციტი. ქალაქებში, პარკებისა და ავტოსადგომების დიდი ნაწილი სახელდახელო კრემატორიუმებად გადაკეთდა, სადაც გარდაცვლილთა კრემაცია დღე და ღამე მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG