ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების შედეგები ისრაელში


არჩევნების შედეგად ნეთანიაჰუს ალიანსმა ქნესეთში 10 ადგილი დაკარგა

Israel election analysis 4073874

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიქუდის“ პარტიამ და მემარჯვენე პოლიტიკური ორგანიზაცია „ისრაელი ჩვენი სახლის“ ალიანსმა ქნესეთის არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა და ამ ქვეყნის პარლამენტში 31 ადგილი მოიპოვა.
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულმა პარტიებმა და ახალგაზრდა მემარჯვენე პოლიტიკოსებმაც კარგი შედეგები აჩვენეს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამავე დროს ის ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა, რომ რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა.
„პირველ რიგში ძლიერი უშიშროება უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი, იმ დიდი გამოწვევის პირობებში, რასაც ირანის ბირთვული საფრთხე წარმოადგენს.“
ლილიან ბრუნსვიჩი, რომელმაც იერუსალიმში მისცა ხმა, თვლის, რომ მთავარი ქვეყნის უსაფრთხოებაა.
„მთავრობამ უნდა დაიცვას ისრაელი.“

არჩევნების შედეგად ნეთანიაჰუს ალიანსმა ქნესეთში 10 ადგილი დაკარგა. როგორც პოლიტოლოგი აბრაამ დისკინი აცხადებს ისრაელ-არაბების გადაუჭრელმა კონფლიქტმა ელექტორატის პოლარიზაცია მოახდინა.
„ამომრჩეველთა 70% ორი სახელმწიფოს თანაარსებობის იდეას უჭერს მხარს. ისინი პალესტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაგრძელების მომხრენი არიან. მაგრამ დაახლოებით იმავე რაოდენობას არ სჯერა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა.“

ბეით საფაფას არაბულ დასახლებაში ხალილ სალმანი ეჭვის თვალით უყურებს მოვლენებს.
„არ ველოდები, რომ ახალი მთავრობა უკეთესი იქნება.“
როგორც პოლიტოლოგი დენი რუბინშტეინი ამბობს, ებრაელები შეშფოთებულნი არიან მეზობელ ქვეყნებში ისლამისტი ლიდერების გამოჩენით.
„არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით ეგვიპტესა და სირიაში მიმდინარე მოვლენები ამტკიცებს, რომ არაბების ნდობა არ შეიძლება. ჩვენ შეგვილია შევთანხმდეთ ეგვიპტესთან ან სირიის მმართველ რეჟიმთან, მაგრამ მოულოდნელად ეს რეჟიმები ემხობა და სულ სხვა მთავრობასთან გვაქვს საქმე.“
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ამ არასტაბილურობის გამო ისრაელის პოლიტიკას რეგიონში ისევ სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემები განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG