ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში არჩევნები ჩატარდა


A Druze woman casts her ballot for the parliamentary election at a polling station in the northern Druze-Arab village of Maghar, Israel, January 22, 2013.
A Druze woman casts her ballot for the parliamentary election at a polling station in the northern Druze-Arab village of Maghar, Israel, January 22, 2013.
დღეს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც გამარჯვებას პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს უწინასწარმეტყველებენ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიის და ნაციონალისტური ისრაელის ბეითენუს პარტიის ალიანსი დამაჯერებლად ლიდერობს.
როგორც ისრაელის მოქალაქე ჯეკ ჯამალი ამბობს, ებრაელების უმრავლესობას პალესტინელ მეზობლებთან მეგობრობა ურჩევნიათ, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკების ჩიხში შესვლის გამო ეს ნაკლებად მოსალოდნელია:“ ამ არჩევნებში მთავარი ქვეყნის შიდა პრობლემები იქნება. დიდ ყურადღებას უთმობენ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს, ასევე საზოგადოებაში თანაბარი კონკურენციის არსებობას.“
ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ 120 კაციან ქნესეთში კოალიცია უმრავლესობას მოიპოვებს. დღემდე ერთი პარტიის წარმომადგენლებს ისრაელის პარლამენტში არასოდეს ჰქონიათ უმრავლესობა. ახალ მთავრობას პირველ რიგში ისრაელის დიპლომატიური იზოლაციის პრობლემის გადაწყვეტა მოუწევს, რაც პალესტინელებთან ამ სახელმწიფოს დამოკიდებულებით არის გამოწვეული.
XS
SM
MD
LG