ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი არჩევნების მოლოდინში


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

ისრაელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც სამშაბათს ჩატარდება. არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით პრემიერ ნეთანიაჰუს მემარჯვენე ცენტრისტული ლიქუდის და მისი მოკავშირე პარტია "ისრაელი ჩვენი სახლია" ლიდერობენ. ზემოხსენებული პარტიები სავარაუდოდ ხმების საკმარის რაოდენობას მოაგროვებენ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. გამოკითხვის მიხედვით, ბოლო ხანებში გარკვეულ წრმატებას მიაღწია მემარცხენე ცენტრისტულმა და უკიდურესად მემარჯვენე პარტიებმა, რომელთაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გარკვეული გავლენა იქონიონ.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობენ და ამომრჩევლების ხმების მოგებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG