ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის არჩევნების შედეგები


ბენიამინ ნეთანიაჰუმ არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა

ისრაელში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მემარჯვენე და მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკები იმარჯვებენ. ეს კი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთაინიაჰუს ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებისკენ უბიძგებს.

როგორც მოსალოდნელია 120 კაციან ქნესეთში, ორივე ძალა 60-60 მანდატს მიიღებს. პრემიერ-მინისტრისთვის კოალიციური მთავრობის ფორმირება საკმაოდ რთული ამოცანა იქნება, რადგანაც მემარცხენე-ცენტრისტული პარტიების ქნესეთში შესვლა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

ყველაზე დიდი სიურპრიზი სეკულარული იეშ ათიდის პარტიის გამარჯვება გახდა. აღნიშნულმა ძალამ ქნესეთში 19 მანდატი მოიპვა. ნეთანიაჰუმ არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა და პირობა დადო, რომ სამთავრობო კოალიცია შეძლებისდაგვარად ფართო იქნება.
XS
SM
MD
LG