ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა


ოფიციალური შედეგები მომავალ კვირას გამოცხადდება

ისრაელში სამმა ტელეარხმა ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა, რომლებიც პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე კოალიციას პარლამენტში 30 ადგილს უწინასწარმეტყველებენ.

სამშაბათს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მემარჯვენეების ძალაუფლება ცენტრისტულმა პარტიებმა შეასუსტეს, რის გამოც კოალიცია პარლამენტში ერთი ან ორი ადგილის უპირატესობით მოვა.

ეგზტიპოლების შედეგები მედიაში არაოფიციალურად გამოცხადდა. თუმცა ოფიციალური შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრისტულმა პარტიებმა კოალიციის გავლენა პარლამენტში შეასუსტეს, კოალიცია ვალდებულია მომავალი მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს.

XS
SM
MD
LG