ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები მოლაპარაკებას არ თანხმდებიან


ჯორჯ მიჩელი ისრაელსა და პალესტინელებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას შუამდგომლობს. ნეთანიაჰუ მზადყოფნას აცხადებს, აბასი კი ჯერ უარზეა.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკის წამომადგენელ ჯორჯ მიჩელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა პალესტინელებთან პირდაპირი მოპალარაკებების დასაწყებად.

შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაიწყოს. იმავე პრესკონფერენციაზე ბატონმა მიჩელმა კი აღნიშნა, რომ: "საბოლოო ჯამში, მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებით შეიძლება ორ ხალხს შორის მშვიდობის მიღწევა."

მიჩელმა ნეთანიაჰუს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკის მხარდაჭერა და მოლაპარაკებების პროცესში თანადგომა.

ის გუშინ პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსაც შეხვდა, მაგრამ მისი მოლაპარაკების დაწყებაზე დაყოლიება ვერ შეძლო.

აბასი მოლაპარკებების გეგმას და სავარაუდო ვადების წინასწარ დადგენას ითხოვს. მოლაპარაკების დაწყებამდე პალესტინელები ასევე ითხოვენ ებრაული უკანონო მშენებლობების შეჩერებას.

XS
SM
MD
LG