ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ხელისუფლების ინიციატივა


ისრაელის ხელისუფლების ინიციატივა
ისრაელის ხელისუფლების ინიციატივა

ისრაელის ხელისუფლების ინიციატივა იმის თაობაზე, რომ აშენდეს ერთი ნაგებობა, სადაც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დაკავება მოხდება, მკაცრ კრიტიკას იწვევს. გადაწყვეტილებას განსაკუთრებით ისრაელის სამხრეთში მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნული ნაგებობა სწორედ ქვეყნის სამხრეთში უნდა აშენდეს.

რამატ ნეგევის მუნიციპალურმა საბჭომ ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო რომ საემიგრაციო ნაგებობის სამხრეთ ისრაელში აშენება მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის მაჩვენებელს გაზრდის, ხოლო ცხოვრების დონეს კი დაადაბლებს.

ორი დღის წინ ისრაელის მთავრობამ ეგვიპტესთან საზღვრზე ბარიერების აშენება დაიწყო არაკანონიერი ემიგრანტების ნაკადის შესამცირებლად.

XS
SM
MD
LG