ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელს სამხედრო უპირატესობა შეუნარჩუნდება


„ჩვენ მზად ვართ ისრაელს აუცილებელი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, აცხადებს ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი ისრაელში იმყოფება. მან დაარწმუნა პარტნიორი ქვეყნის მთავრობა იმაში, რომ ამერიკის ხელისუფლებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელის სამხედრო ძლიერების შენარჩუნება სურს.

„ჩვენ მზად ვართ ისრაელს აუცილებელი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, რათა ქვეყანამ რეგიონში ნებისმიერ სახელმწიფოზე თუ არასახელმწიფოებრივ კოალიციაზე სამხედრო უპირატესობა შეინარჩუნოს. ამ პრინციპის ერთგულები ვრჩებით, მითუმეტეს, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი რეგიონში უსაფრთხოების მთელი რიგი კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას“ - განაცხადა ჰეგელმა
ისრაელის თავდაცვის მინისტრ, მოშე აიალონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამერიკის თავდაცვის მდივანი ისრაელში გუშინ ჩავიდა და რეგიონში 6 დღეს დაჰყოფს. ვიზიტის განმავლობაში ჩაკ ჰეგელი ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამები იქნება.
XS
SM
MD
LG