ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუს პირადი მცველის ჩანთიდან 4 პისტოლეტი დაიკარგა


ნეთანიაჰუს პირადი მცველის ჩანთიდან 4 პისტოლეტი დაიკარგა
ნეთანიაჰუს პირადი მცველის ჩანთიდან 4 პისტოლეტი დაიკარგა

შეერთებულ შტატებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს მისი პირადი მცველის ჩანთიდან 4 პისტოლეტი დაიკარგა.

ჩემოდანი, რომელშიც 9 მილიმეტრიანი გლოკის ტიპის 4 პისტოლეტი იდო ვაშინგტონიდან ნიუ იორკში მიმავალ თვითმფრინავზე უნდა აეტანათ, ამის ნაცვლად ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაცვის კუთვნილი ბარგი ლოს ანჟელესის რეისზე მოხვდა. იარაღები კი უგზოუკვლოდ გაქრა.

შეერთებული შტატების და ისრაელის სპეცსამსახურები ამ საქმის ამოძიებას აწარმოებენ. იასრეალის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას შეხვდა.

XS
SM
MD
LG