ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მოქმედება კითხვებს ბადებს


საგადასახადო-შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პარასკევს წარმომადგენელთა პალატაშია დაიბარეს.

ამერიკის კონგრესი იწყებს საგამოძიებო განხილვებს იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ბარიერები შეუქმნა სახელმწიფო შემოსავლების სამსახურმა პრეზიდენტ ობამასთან დაპირისპირებულ კონსერვატიულ ჯგუფებს.
საგადასახადო-შემოსავლების სამსახურის ყოფილი, მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელი სტივენ მილერი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის წნეხის ქვეშ იძულებული იყო გადამდგარიყო, დღეს წარმომადგენელთა პალატაშია დაბარებული. პალატის ერთერთი ქვეკომისია ასევე მოუსმენს რასელ ჯორჯს. ჯორჯი სამთავრობო უწყების დამოუკიდებელი გენერალური ინსპექტორია რომლის ბოლო ანგარიშზე დაყრდნობითაც შემოსავლების სამსახურში მომხდარი დარღვევები დაფიქსირდა.
გუშინ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფილია შემოსავლების სამსახურის მოქმედებით და პირობა დადო, რომ კონგრესის იმ კომიტეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც ამ საკითხის გამოძიებით დაკავდებიან.
XS
SM
MD
LG