ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას მიმართ უკმაყოფილება იზრდება


ინაუგურაციიდან მეოთხე თვეს ანალიტიკოსები ამერიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო კარიერის სერიოზული მარცხის შესახებ საუბრობენ

მეორე ვადით არჩევის შემდეგ სულ რაღაც ოთხ თვეში ბარაკ ობამას გარშემო სამი სადავო საკითხი გაჩნდა, რომელიც მის პოლიტიკურ კარიერას საფრთხეს უქმნის. ამერიკის ხმის საერთაშორისო კორესპონდენტი ჯიმ მელონი საუბრობს იმაზე რომ ამერიკის პრეზიდენტის კარიერაც მისი წინამორბედების მსგავსად ვითარდება, როცა მეორე ვადის დროს არჩეული ქვეყნის პირველი პირის მოღვაწეობა სერიოზული სკანდალების ფონზე განვითარდა.

ანალიტიკოსები ყველაზე სერიოზულ საფრთხედ საგადასახადო სამსახურის გარშემო აგორებულ სკანდალს აღიქვამენ.

შეერთებული შტატების საგადასახადო უწყებამ გადასახადების აკრეფის დროს კონსერვატული „ჩაის სმის მოძრაობის“ წევრების მიმართ მიკერძოება აღიარა. პრეზიდენტი ობამა ცდილობდა ეს სკანდალი აი-არ-ესის ხელმძღვანელის სტივენ მილერის გადაყენებით ჩაეწყნარებინა.

„ეს მიუტევებელია და ამერიკელებს უფლება აქვთ, რომ ამის გამო გაბრაზდნენ, მეც გაბრაზებული ვარ, ასეთ ქმედებას ვერცერთ სააგენტოს მითუმეტეს, აი-არ-ესს ვერ ვაპატიებ“ - განაცხადა ობამამ.

აი-არ-ესის აღიარებამ კონგრესში რესპუბლიკელები აღაშფოთა, ისინი სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას იწყებენ.

სენატორი მიჩ მაკკონელი კენტუკის შტატიდან, სენატის რესპუბლიკელი ლიდერია რომელიც ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

მიჩ მაკკონელი: ახლა ამ სკანდალის დეტალების შესწავლას ვიწყებთ. ამერიკელები პასუხებს ელოდებიან და მოწოდებული ვარ რომ ამ თემის ირგვლივ ნებისმიერი დეტალი გარიკვეს, ამბობს სენატორი.

აი-არ-ესის სკანდალი ერთ-ერთია სამი სადავო თემიდან რომელმაც ობამა საგონებელში ჩააგდო.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ისევ თავდაცვის პოზიციაში რჩება ბენღაზის ტერაქტის საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკის ოთხი დიპლომატის სიცოცხლე შეეწირა.

იუსტიციის დეპარტამენტი გამოძიების ჩატარებას ითხოვდა, „ასოშეიტედ პრესის“ მიერ მოპოვებული საიდუმლო სატელეფონო საუბრების შესახებ, რომელიც ლიბიაში ამერიკის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმას უკავშირდება.

თუმცა აი-არ-ესის სკანდალმა ამერიკელების უფრო დიდი დაინტერესება და მძაფრი რეაქცია გამოიწვია, რადგან ეს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება, ამბობს ანალიტიკოსი ჯონ ფორტიე.

ჯონ ფორტიე: ეს თემა არის ის, რაც ამერიკელებში დიდ გაბრაზებას იწვევს. ეს არ არის პოპულარული ორგანიზაცია, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია რომელიც მოსახლეობის შესახებ საჭირო ინფორმაციას ფლობს და ხალხს არ სურს რომ, მათ ასე მოექცნენ.

ფორტიეს აზრით, ეს სკანდალები ობამას კარიერაზე გავლენას მოახდენს.

ჯონ ფორტიე: პრეზიდენტის გეგმებში წესით ახლა უნდა იყოს ორ პარტიას შორის საერთო ენის გამონახვის მცდელობა, რადგან სკანდალმა შეიძლება უფრო შეურაცხმყოფელი გავლენა მოახდინოს მასზე. თუმცა, თუ ორივე მხარე სხვადასხვა საკითხზე ერთობლივად იმუშავებს, მაშინ შეიძლება ობამას ავტორიტეტს ნაკლები ზიანი მიადგეს.

ფორტიეს თქმით, ერთ-ერთი პრობლემა საემიგრაციო რეფორმაა, რომელზეც ორპარტიული თანხმობა და კენჭისყრა შეიძლება მოხდეს.

თუმცა, ობამაც შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როგორც მისი წინამორბედნი, მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, აცხადებს რეიგანის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი კენ დუბერშტეინი.

კენ დუბერშტეინი: პრეზიდენტობის მეხუთე ან მეექვსე წელს ყველა არჩეულ პრეზიდენტს კარიერაში სერიოზული კრიზისი აქვს. და თუ არ გაქვს სათანადო მხარდაჭერა სენატში და წარმომადგენელთა პალატაში, არ იმსახურებს ამერიკელი ხალხის ნდობას, მაშინ კრიზისიდან გამოსვლის არანაირი გარანტია არ არის.

დუბერშტეინი აღნიშნავს რომ, ყველა მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის - რიჩარდ ნიქსონის, რონალდ რეიგანის, ბილ ქლინთონისა და ჯორჯ ბუში უმცროსის კარიერაში ან პირადი სკანდალები ხდებოდა ან პოლიტიკური წარუმატებლობის ხანა იწყებოდა.
XS
SM
MD
LG