ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტები ერაყში


ბოლო კვირის განმავლობაში ერაყში ტერაქტების მთელი სერია მოხდა, რასაც 180 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერაყში შიიტებით დასახლებულ რაიონებში ავტომანქანებში დამაგრებული რამდენიმე ბომბი აფეთქდა, რომლებმაც 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. 50 დაიჭრა.

ბაღდადიდან 300 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ამარაში ორი აფეთქება მოხდა. ერაყის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ამ ტერაქტების დროს 9 ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტები განხორციელდა ქარბალაში, მაჰმუდიასა და დივანიაშიც. ბოლო კვირის განმავლობაში ერაყში ტერაქტების მთელი სერია მოხდა, რასაც 180 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სუნიტურ ქალაქ ჰავიჯაში ერაყის სამთავრობო ჯარებსა და სუნიტ რადიკალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG