ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა


აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე.

ოთხ დღიანი ისლამური დღესასწაული ეიდ ალ ადჰას, იგივე ყურბან ბაირამის მეორე დღეს, ერაყში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმების უმრავლესობა შიიტურ მეჩეთებზე იყო მიტანილი.
ერთ-ერთი აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთში მეჩეთთან მოხდა, რომლის დროსაც გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ მიკრო ავტობუსში მსხდარი ხუთი შიიტი მლოცველის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის რამდენიმე ბავშვიც იყო.
კიდევ ერთი აფეთქება ხალხმრავალ ბაზარსი მოხდა.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე.
XS
SM
MD
LG