ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერორი გრძელდება


ერაყის დედაქალქის გარეუბნებში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე დიდი აფეთქება ბაღდადიდან 25 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ტაჯიში მოხდა, სადაც ერაყის არმიის სამხედრო ბაზა მდებარეობს. ამ ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.
კიდევ ერთმა აფეთქებამ ქალაქ მაჰმუდიაში სამხედრო საგუშაგოს მახლობლად 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 2 სამხედრო მოსამსახურე იყო.
მესამე აფეთქებამ ბაღდადის შულას უბანში კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გასულ კვირას ერაყში ტერაქტების შედეგად სულ ცოტა 59 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG