ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი კრიზისის პირზე


საპროტესტო გამოსვლები ერაყის ანბარის პროვინციაში სუნიტი ფინანსთა მინისტრის რაფა ალ-ისავის პირადი დაცვის დაკავების შემდეგ დაიწყო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

დეკემბერში, ერაყი ანტი-სამთავრობო გამოსვლებმა შეძრა. აქედან, უმრავლესობა სუნიტი მუსლიმების მიერ იყო ორგანიზებული. ისინი ნური ალ მალიკის გადადგომას ითხოვდნენ და ამასთან, ყველა იმ დაკავებული პირის გათავისუფლებას, ვინც სასამართლოს გარეშე სასჯელს იხდიდა ერაყის ციხეებში. დემონსტრანტები კიდევ ერთის-ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით გამოდიოდნენ, რომელიც მათი თქმით შერჩევითად, სუნიტი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებდა.

ქუჩებს მალიკის შიიტი მომხრეებიც მოედნენ, რამაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების განვითარების საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა.
ლონდონში ბაზირებული ანალიტიკოსი ქრის დოილი სუნიტი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზად მალიკის მთავრობისა და მისი შიიტი ლიდერებით დაკომპლექტებული მთავრობის მიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გატარებულ პოლიტიკას ხედავს:

„სუნიტები დღეს ერაყში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გრძნობენ თავს. მათი აზრით მათ ინტერესებს არანაირად არ ემსახურება ნური ალ მალიკის შიიტური ნაციონალისტური ხელისუფლება."

საპროტესტო გამოსვლები ერაყის ანბარის პროვინციაში სუნიტი ფინანსთა მინისტრის რაფა ალ-ისავის პირადი დაცვის დაკავებას მოჰყვა ეროვნული გვარდიის მიერ.

ერაყის სუნიტი ვიცე პრეზიდენტის თარექ ალ ჰაშიმის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ ალ-ისავი დღესდღეობით ერაყის კაბინეტის ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირია, რომელიც ასევე სუნიტია.

ნური ალ მალიქის მეტოქემ, გავლენიანმა სასულიერო პირმა მოქტადა ალ სადრმა დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მანვე ალჰურას ტელევიზიას განუცხადა, რომ ერაყის ყველა რელიგიური ჯგუფის წევრები უნდა გაერთიანდნენ.

მისი განცხადებით, თუ დემონსტრანტები თავიანთ მოთხოვნებს მკაფიოდ ჩამოაყალიბებენ, მანიფესტაციები დემოკრატიულად და საკუთარი აზრის გამოხატვის მშვიდობიან ფორმად ჩაითვლება. ალ სადრმა თქვა, რომ მომიტინგეებს ცივილური გზით ყველამ უნდა გაუგოს.
ამ ფონზე, ქვეყნის ლიდერმა ნური ალ მალიკიმ არეულობის აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მათ შორის იყო 700 ქალი პატიმრის გათავისუფლება.

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი ჯეიმი ინგრამი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ მალიკის ყველაზე რთული ბრძოლა ჯერ კიდევ წინ აქვს.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ლიდერი საკმაოდ შეძრა მომხდარმა. იგი შეეცადა სიტუაცია დაეშოშმინებინა, თუმცა ისეთი ნაბიჯები როგორიც იყო იორდანიასთან საზღვრის ჩაკეტვა, რათა დემონსტრანტებზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლა მოეხდინა-მას უკან დაუბრუნდება.

ამას გარდა, ერაყის ცენტრალური მთავრობა ქურთისტანის ავტონომიასთანაც არის ჩაბმული დაპირისპირებაში ნავთობსა და ტერიტორიასთან დაკავშირებით. ქურთი და სუნიტი მინისტრები კაბინეტის შეხვედრებს ბოიკოტს უცხადებენ დემონსტრაციების მხარდაჭერის მიზნით.

ამერიკის ჯარების ერაყიდან გასვლის ერთი წლის თავზე, რეგიონის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სუნიტი, შიიტი და ქურთი ჯგუფების მყიფე კავშირი დაშლის ზღვარზეა მიყვანილი.

ქრის დოილი დარწმუნებულია, რომ ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გაუარესდება და თუკი დაპირისპირებიდან გამოსავალი არ მოინახა, ვითარება შესაძლოა სრულმასშტაბიან კრიზისამდეც კი მივიდეს.

აპრილში, ერაყში ადგილობრივი არჩევნები იმართება. ანალიტიკოსების თქმით, სექტარული დაპირისპირება სულ ცოტა, ამ დრომდე გასტანს.
XS
SM
MD
LG