ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა ერაყში


ყველაზე სისხლიანი თავდასხვა ქალაქ კირკუკში მოხდა

ერაყელი ოფიციალური პირებისა და ექიმების განცხადებით, დღეს ბაღდადსა და სხვა ქალაქებში მომხდარი აფეთქებებისას დაიღუპა 20 და დაიჭრა 65 ადამიანი.

ყველაზე სისხლიანი თავდასხვა ქალაქ კირკუკში მოხდა, სადაც ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის ავტოკოლონაზე განხორციელებული ორი სამანქანო და გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.

ბაღდადში, მანქანებში ჩამონტაჟებული ასაფეთქებლების დეტონირება კი შიიტურ რაიონებში განხორციელდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 8-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG