ერაყის ოფიციალური პირები ინფორმაციას მორიგი სერიული აფეთქებების შესახებ ავრცელებენ. ბაღდადში და ქვეყნის სხვა ქალაქებში დღეს მომხდარ აფეთქებებში 20 ადამიანი დაიღუპა და 65 დაიჭრა.
ყველაზე დიდი აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირკუკში მოხდა. იქ ორ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის და გზისპირას დაფლული ნაღმის ამოქმედების გამო 9 ადამიანი გარდაიცვალა. კირკუკში ტერორისტების სამიზნე ადგილობრივი პოლიციის შეფის ესკორტი იყო. ბაღდადში ინციდენტები ისევ შიიტებით მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მოხდა, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა.