ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ერაყში


შიიტი პილიგრიმების წინააღმდეგ მოწყობილ რამდენიმე აფეთქებას სულ ცოტა 41 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ოფიციალური პირების თანახმად, შიიტი პილიგრიმების წინააღმდეგ მოწყობილ რამდენიმე აფეთქებას სულ ცოტა 41 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა ხუთშაბათს, ბაღდადიდან ჩრდილოეთით
ალ-სადიაში, სადაც თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მოკლა სულ ცოტა 32 და დაჭრა 75 ადამიანი.

მანამდე ორი ბომბი აფეთქდა ჰაფრიაში, დედაქალაქიდან სამხრეთით, რასაც სულ ცოტა ცხრა ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

ორივე თავდასხმა მიმართული იყო შიიტების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველწლიურ აშურას რიტუალში მონაწილეობდნენ. ეს რიტუალი, მეშვიდე საუკუნეში მოკლულ, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილ იმამ ჰუსეინის ხსოვნას ეძღვნება.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, მაგრამ სუნიტი მუსლიმი ექსტრემისტები, რომლებიც შიიტებს ერეტიკოსებად მიიჩნევენ, ხშირად იღებენ სამიზნედ აშურას რიტუალს.
XS
SM
MD
LG