ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ერაყში


თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად რვა ერაყელი თურქმენი

ჩრდილოეთ ერაყში ორი ტერორისტული აქტი მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად რვა ერაყელი თურქმენი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ასევე ტერორისტული აქტი მოხდა შიიტების წმინდა ქალაქ ქარბალაში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ეთნიკურად შერეულ ქალაქი ტუზ-ხორმათში აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ქალაქი ჩრდილოეთ ერაყში მდებარეობს და არაბი სუნიტები, ქურთები და შიიტი თურქმენები ცხოვრობენ. დაღუპულთა შორის პროვინციის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და მისი შვილები არიან.
XS
SM
MD
LG