ერაყის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოსთვის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები გრძელდება. ამ ფონზე შეერთებული შტატების მთავრობა ერაყში სამხედრო მრჩევლების გაგზავნას გეგმავს ერაყის არმიისთვის სუნიტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.
ბეჯის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს კონტროლისთვის ბრძოლა სამშაბათს დაიწყო და მოწინააღმდეგე მხარეებს საწარმოს გარკვეული ნაწილები აქვთ დაკავებული.
ამ მოვლენების პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ისლამისტურმა ორგანიზაციამ -ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო- უკვე დაიკავა ქვეყნის ჩრდილეოთში მდებარე ქიმიური იარაღის ნაგებობა, რომლიც ქიმიურ იარაღს ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს აწარმოებდა.
ამერიკის პრეზიდენტმა ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ერაყში საბრძოლო ოპერაციებში ჩართვას არ აპირებს:
„ამერიკის საბრძოლო დანაყოფები ერაყში აღარ დაბრუნდებიან. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პრობლემა ათობით ათასი ჯარისკაცის გაგზავნით გადავჭრათ. საბოლოო ჯამში ეს პრობლემა ერაყელებმა უნდა გადაჭრან,“ განაცხადა პრეზიდენტმა.