ოფიციალური ინფორმაციით, 31 აგვისტოს მოახლოვებასთან ერთად სამხედროების რაოდენობა უკვე 50.000-ზე ნაკლებია.
პრეზიდნეტ ბარაკ ობამას ჯარების გამოყვანის დასახელებულ ვადამდე ერთი კვირით ადრე, ერაყში, ამერიკის ჯარების მეთაურმა გენერალმა რეი ოდიერნომ განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულამდე ამერიკული ჯარების რაოდენობა ქვეყნის ტერიტორიაზე ფიქსირებულად 49.700 იქნება.
2011 წლამდე სამხედროები ერაყელი მოკავშირეების გაწვრთნას და მომზადებას გააგრძელებენ.
პიტერ ჰარლინგი, სირიაში მდებარე საერთაშორისო კრიზისის ჯგუფიდან თვლის, რომ ჯარი ამ შემთხვევაშიც კი არ კარგავს ფუნქციას.
“ არ ვარ დარწმუნებული რომ საომარ ჯარსა და იმ სამხედრეობს შორის, რომლებსაც ერაყელების მომზადება ევალებათ დიდი განსხვავებაა. ამერიკელები მაინც შეიარაღებულები დარჩებიან და ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად იქნებიან, როდესაც საქმე მათ უსაფრთხოებას შეეხება. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ამერიკას ერაყიდან გამოსვლა უნდა. “-თვლის ექსპერტი.