ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ანტისამთავრობო დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნეს


ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონსტრანტებს, რომლებიც მეოთხე დღეა ბაღდადში უმუშევრობას, ცუდ საჯარო მომსახურებას და კორუფციას აპროტესტებენ.

„ფრანს პრესის“ კორესპონდენტმა თქვა, რომ უსაფრთხოების ძალებს ჰაერში არ უსვრიათ, მათ პირდაპირ დემონსტრანტებს ესროლეს.

დაღუპულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმა პარასკევს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „სამოქალაქო პირთა სიკვდილი და მიმდინარე პროტესტების დროს მთელ ქვეყანაში დაშავებულთა მზარდი რაოდენობა, ისევე როგორც საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

„წითელი ჯვარი“ ადგილზე მოვლენების განვითარებას აკვირდება და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მოსახლეობისადმი ტელევიზიით მიმართვის დროს, დემონსტრანტებს მოუწოდა სახლებში დაბრუნებულიყვნენ და თქვა, რომ მათი „კანონიერი მოთხოვნები“ გაგებულ იქნა.

სამშაბათის შემდეგ, დემონსტრაციებზე სულ ცოტა 42 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG