ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა ოჯახის წევრების ბედს წყვეტს


ერაყში, ოფიციალური პირების განცხადებით, მათ დაახლოებით 1300 ადამიანი, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ოჯახის წევრები, ქალები და ბავშვები, იძულებით გადაადგილებულთა ბანაკში ყავს განთავსებული და აპირებენ მათ დაბრუნებას საკუთარ ქვეყნებში. მათი უმრავლესობა რუსეთიდან, თურქეთიდან და ცენტრალური აზიიდან ა. ნაწილი ასევე ევროპის ქვეყნებიდან. ამ ადამიანთა უმრავლესობას დოკუმენტები არ გააჩნიათ. უმეტესი მათგანი ერაყის ძალებს ქურთული შენაერთების მიერ ქალაქ ტალ აფარის აღების შემდეგ ჩაბარდა. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განცხადებით, ერაყმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ადამიანების მომავლის შესახებ.

27 წლის ფრანგი, წარმოშობით ალჟირელი ქალი, რომელიც ასევე ამ ბანაკში იმყოფება, ამბობს, რომ მისმა ქმარმა ის სირიაში მოტყუებით წაიყვანა, და არ აძლევდა საშუალებას დაბრუნებულიყო საფრანგეთში. მისი თქმით, დედამისმა მისი ადგილმდებარეობის შესახებ არ იცის და მისი ხუთი წლის ბიჭი სარაკეტო თავდასხმას შეეწირა.

„ვერ ვხდებით თუ რატომ გაგვიკეთა ეს“, - ამბობს ის. „არ მაღელვებს მკვდარია თუ ცოცხალი“, - განაცხადა მან ქმარზე საუბრისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG