ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთი მებრძოლების გამარჯვება ერაყში


დღეს, სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ქურთმა მებრძოლებმა ამერიკის საჰაერო დარტყმების დახმარებით ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ სინჯარზე კონტროლი აღადგინეს. ბრძოლების შედეგად, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა, დაბრუნებულია სოფლები ქალაქის ორივე მხარეს და სტრატეგიული მნიშვნელობის გზატკეცილი.

სწორედ ამ გზით ხდება ისლამური სახელმწიფოს მეომრების, იარაღის და საწვავის გადაადგილება. ქალაქ სინჯარს მეამბოხეები 2014 წლის აგვისტოდან აკონტროლებდნენ.

XS
SM
MD
LG