ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვის თავისუფლების კანონი ერაყში


კანონის მიღების შემთხვევაში ერაყის ხელისუფლება ინტერნეტის მუშაობას გააკონტროლებს

ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, ერაყის პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტი ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

„ჰიუმან რაითს ვოჩის“ განცხადების თანახმად, კანონი კიბერ-დანაშაულის შესახებ ერაყის ხელისუფლებას ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის უფლებას აძლევს, თუ იგი მთავრობის და რელიგიური ჯგუფების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტი, ჯო სტორკი აცხადებს, ამ კანონის მიღების შემთხვევაში ერაყის ხელისუფლება ინტერნეტის მუშაობას გააკონტროლებს.
XS
SM
MD
LG