ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში დაიღუპა 11 და 38 დაიჭრა ადამიანი


დღეს აღმოსავლეთ ბაღდადის მეტწილად შიიტურ, კომერციულ რაიონში ავტომობილი-ბომბი აფეთქდა. 11 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 38 დაიჭრა.

ადგილობრივი პოლიციის თანახმად, თვითმკვლელმა ამფეთქებელმა თავისი გაჩერებული მანქანა ააფეთქა. მხოლოდ ბოლო ოთხ დღეში, ბაღდადში სამი მსგავსი თავდასხმა მოხდა.

პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არც ერთ ჯგუფს არ აუღია. თუმცა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ კომერციულ და შიიტი უმრავლესობით დასახლებულ რაიონებს ხშირად იღებს სამიზნედ. დაჯგუფებამ ბაღდადში წინა დღეებში მომხდარ ორ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG