ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ოფიციალური პირები ბირთვულ ნაგებობაში გაჩენილ ხანძარს საბოტაჟს უკავშირებენ


ხანძარი, რომელიც ირანის ნათანზის ბირთვულ ნაგებობაში გასულ თვეში გაჩნდა, ოფიციალური თეირანის განცხადებით, საბოტაჟი იყო. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია ალ-ალამის ეთერში განაცხადა.

„აფეთქება ნათანზის ბირთვულ ნაგებობაში საბოტაჟის ოპერაციის შედეგი იყო, რომლის მიზეზებსაც უსაფრთხოების სამსახურები საჭირო დროს გაავრცელებენ,“ თქვა ბეჰრუზ კამალვანდიმ.


ივლისში ნათანზში მომხდარ აფეთქებაზე ირანის უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ აფეთქების მიზეზებს მოგვიანებით გამოაცხადებდნენ. მათივე ინფორმაციით, ხანძარმა დიდი ზიანი გამოიწვია, რაც ურანის გამდიდრებისთვის საჭირო ცენტრიფუგების შემუშავებას შეანელებს.

ნათანზის ნაგებობა, რომელიც ძირითადად, მიწისქვეშ მდებარეობს, გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მონიტორინგის ქვეშაა.ზოგიერთი ირანელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ხანძარი კიბერ-საბოტაჟის შედეგი იყო და რომ თეირანს საპასუხო რეაგირება ექნება იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც თავდასხმა განახორციელა.


ივლისში ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი საბოტაჟის მოწყობა ისრაელს და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ, თუმცა რეპორტაჟმა არცერთი მათგანი ამ თავდასხმაში პირდაპირ არ დაადანაშაულა.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა კვირას ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG