ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში მიწიძვრით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდა


6.4 და 6.3 ბალიანი მიწისძვრები ტაბრიზის მახლობლად მდებარე სოფლებში შაბათს ნაშუადღევს დაფიქსირდა


ირანში სამაშველო ჯგუფები მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა ძებნას აგრძელებენ. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარ ორ მიწისძვრას 250 ადამიანი შეეწირა. დაშავებულთა რაოდენობა 2 600-ს აღემატება.

6.4 და 6.3 ბალიანი მიწისძვრები ტაბრიზის მახლობლად მდებარე სოფლებში შაბათს ნაშუადღევს დაფიქსირდა. რამდენიმე ათეულმა განმეორებითმა ბიძგმა ათასობით ადამიანი აიძულა ღამე ქუჩაში გაეთენებინა. ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის ცნობით, მათ ათასობით დაზარალებული საგანგებო თავშესაფარში მოათავსეს. რეგიონში დამატებითი რესურსის გაგზავნა გრძელდება.

ირანში მიწისძვრა ხშირად ხდება, მაგრამ მსგავსი სიმძლავრის მხოლოდ რამდენიმე იყო. 2003 წელს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ 6.6 ბალიან მიწისძვრას 30 ათასი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG