ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანში სამიტი გრძელდება


აიათოლა ალი ხამენეი-ირანს სრული უფლება აქვს განავითაროს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა

ირანის სულიერი ლიდერის განცხადებით, თეირანი არ აპირებს ატომური ბომბის შექმნას, მაგრამ უარს არ იტყვის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე.

მიუმხრობელი სახელმწიფოების კონფერენციაზე აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანს სრული უფლება აქვს განავითაროს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა.

მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო წარსულის გადმონაშთია, რომელსაც შეერთებული შტატები მსოფლიოს დასაშინებლად იყენებს.

შეხვედრაზე გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნიც გამოვიდა სიტყვით, რომელმაც ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე მოსალოდნელი ომის საფრთხის შესახებ ილაპარაკა და მხარეებს აგრესიული განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG