ირანი მიუმხრობელი მოძრაობის წევრი ქვეყნების სამიტს მასპინძლობს. მონაწილე ქვეყნების ერთი ნაწილი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იცავს. სავარაუდოდ თეირანი მათ დარწმუნებას ეცდება იმაში, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებს.
თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე უარის კიდევ ერთხელ თქმამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და შეერთებულ შტატებს უბიძგა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაემკაცრებინა. ამერიკა ამჟამად იძიებს შოტლანდიის სამეფო ბანკისა და გერმანიის ზომით მეორე კონერცბანკის საქმიანობას, რომლებმაც სავარაუდოდ სანქციების პირობები დააღვიეს და ირანულ კომპანიებთან ფინანსური ოპერაციები აწარმოეს.
ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდის დაწესებული სანქციების შედეგად. დევიდ ტაფური, რომელიც ვაშინგტონში დაფუძნებული იურიდიული ფირმა პატონ ბოგის ერთ-ერთი პარტნიორია, აცხადებს:
„ირანს ძალიან უჭირს ნავთობის გაყიდვა, რაც ქვეყნისთვის შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. ირანს ფული არა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ფუნქციონირება გააგრძელოს, არამედ იარაღის პროგრამის გასაგრძელებლადაც.“
მაგრამ ირანელი ამერიკელების ეროვნული საბჭოს დირექტორი ჯამალ აბდი ამბობს, რომ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს უარყოფითი შედეგი უფრო მეტი აქვს , ვიდრე დადებითი.
„ჩვენ, ეგრეთ წოდებული, გონივრული სანქციების პოლიტიკიდან გადავუხვიეთ. ეს ისეთი სანქციები უნდა ყოფილიყო, რომლებიც კონკრეტულ სფეროებზე იქნებოდა მიმართული. ახლა კი სანქციები ისეა შექმნილი, რომ მათი დანიშნულება ირანის ეკონომიკის მთლიანად დასუსტებაზეა მიმართული, რასაც უარყოფითი შედეგები მოაქვს. ეს რიგით მოქალაქეებს ვნებს. სანქციები დიპლომატიური გამოსავალის მონახვას აფერხებს მათი ხელშეწყობის ნაცვლად. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, სანქციები სამხედრო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს.“
რას ფიქრობენ ამაზე რიგითი ირანელები?
ნეგარ მორტაზავი „ამერიკის ხმის" სპარსული განყოფილების გადაცემის - „პირდაპირი საუბრის“ წამყვანია:
„სანქციების მიზეზი ბირთვული კრიზისია, მაგრამ ირანელი ხალხი ამას სხვანაირად აღიქვამს. ხალხის უმრავლესობა ბირთვულ პროგრამას საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებასთან ვერ აკავშირებს. ისინი სანქციებს აღიქვამენ, როგორც მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებულ მექანიზმს.“
მორტაზავი ამბობს, რომ ხალხი მის გადაცემაში რეკავს, დაიმას ჩივის, რომ სურსათზე ფასებმა მოიმატა.
ერთ-ერთი მაყურებელი ამბობს, რომ რძის ფასმა ოთხი დღის განმავლობაში 14 პროცენტით მოიმატა.
დევიდ ტაფური ამბობს:
„ეს სანქციების სამწყხარო გვერდითი შედეგებია. ქვეყნებში, რომლეთა წინააღმდეგაც სანქციებია ხოლმე მიმართული, მოსახლეობა, როგორც წესი, ხელისუფლებას არ უჭერს მხარს. სანქციები კი სწორედ ამ ხალხს ურთულებს ცხოვრებას, რაც ძალიან სამწყხაროა. მაგრამ სანქციები, მათი დანიშნულებიდან გამომდინარე, უნივერსალური და ყოვლის მომცველი უნდა იყოს. გამონაკლისების დაშვება შეუძლებელია.“
ექსპერტები ამბობენ, რომ სანქციების გამოყენებით ირანის დაყოლიება იმაზე, რომ ბირთვული პროგრამა შეწყვიტოს, ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება.
„სანქციები თითქოს მუშაობს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.“
ამის გამო, არაერთი ექსპერტი შიშობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სანქციებმა არ გაამართლა და შედეგი დროულად ვერ დავინახეთ, ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად სამხედრო ოპერაციის ალბათობა მნიშვნელოვნად მოიმატრებს.