ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა


კვირას, გულის შეტევის შემდეგ, ირანის ყოფილი პრეზიდენტი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ განცხადების გაკეთებისთვის, სახელმწიფო ტელევიზიამ გადაცემები შეწყვიტა და მაყურებელს აუწყა, რომ მისი გარდაცვალება „ისლამისა და რევოლუციის გზაზე დაუღალავი ძალისხმევით სავსე ცხოვრების შემდეგ“ მოხდა.

რაფსანჯანი პრეზიდენტის თანამდებობაზე 1989 წლიდან 1997 წლამდე მსახურობდა. უფრო ადრე ის აიათოლა რუჰოლა ჰომეინის, 1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერის მთავარი მრჩეველი იყო. 1989 წელს, ირანის ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, მან ჰომეინის მემკვიდრის შერჩევაში წამყვანი როლი ითამაშა.

XS
SM
MD
LG