ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენლის კრიტიკა დასაშვებია და რომ ირანში საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით არ აღელვებთ.
როჰანი ასევე გამოვიდა ინიციატივით მოიხსნას სოციალურ მედიაზე დაწესებული შეზღუდვები.
ირანში საპროტესტო აქციები ორი კვირს წინ დაიწყო, რის შემდეგაც მთავრობამ შეზღუდვები დააწესა აპლიკაციებზე, როგორიცაა ინსტაგრამი და ტელეგრაფი. ინსტაგრამზე შეზღუდვა გუშინ მოიხსნა. ჯერ ისევ დაბლოკილია ტელეგრაფზე წვდომა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰამიდ შაჰრიანი აცხადებს, რომ „ამბოხების“ ლიდერები დაკავებულნი არიან და მკაცრად დაისჯებიან.
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქცია 2009 წლის აქციების შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. დაპირისპირებისას 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დღემდე დაკავებულია.
ირანის ლიდერები საპროტესტო ტალღის წახალისებაში შეერთებულ შტატებს და საუდის არაბეთს ადანაშაულებენ.
Facebook Forum