ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: "მივმართავთ რეჟიმის მსხვერპლს: ჩვენ არ დაგივიწყებთ"


გამოსვლები ირანში

ამერიკის შეერთებული შტატები ირანში გამომსვლელებს მხარდაჭერას პირდება. ვაშინგტონი გმობს ირანის სახელმწიფოს მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. სულ, საპროტესტო აქციების განმავლობაში, 21 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაკავებულია. თეთრი სახლის განცხადებით, ისინი მათ მიმართ, ვინც ძალა იხმარა გამომსვლელებზე, სანქციებს დააწესებენ.

„ჩვენ გვაქვს ბევრი საშუალება იმისათვის, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც გამომსვლელების წინააღმდეგ ძალას იყენებს, ცენზურას ხელს უწყობს და ირანელი ხალხისგან იპარავს. მივმართავთ რეჟიმის მსხვერპლს: ჩვენ არ დაგივიწყებთ“, - განაცხადა თეთრმა სახლმა. ამერიკის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰელიმ საგანგებო სხდომა მოითხოვა ირანში მიმდინარე მოვლენების განსალხილველად.

თუმცა, რუსეთი და გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრები არ ეთანხმებიან ამერიკის მიერ შეხვედრის მოთხოვნას. მათი განცხადებით, გამოსვლები ირანის შიდა საქმეა და საერთაშორისო წესრიგს არ უქმნის საფრთხეს. ჰელი კი ამბობს, რომ ამერიკა არ დაელოდება ირანში სირიის მსგავსი ვითარების განვითარებას, როდესაც “სისხლიანი რეჟიმი საკუთარ ხალხს მშვიდობიანი გამოსვლების უფლებას არ აძლევს“.

საპროტესტო აქციები გასულ კვირას დაიწყო და ირანის სხვადასხვა ქალაქში გავრცელდა. გამომსვლელები უმეტესად ეკონომიკურ მდგომარეობას და მთავრობის კორუფციულ საქმიანობას აპროტესტებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG