ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესი არ ჩანს


ირანთან ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები ოფიციალურმა პირებმა დაახასიათეს, როგორც ნელი, მაგრამ სწორი მიმართულების მქონე.

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები კიდევ ერთი კვირით გაგრძელდა. სანქციების მოხსნის ტემპების და თეირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე წვდომის საკითხებზე დავაში კი წინსვლა არ ჩანს.

ირანის და მსოფლიოს 6 წამყვანი სახელმწიფოს მომლაპარაკებლებმა ყოვლისმომცველი შეთანხმების საბოლოო ვადად სამშაბათი დათქვეს. ამ შეთანხმებით, თეირანის ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციები უნდა გაუქმდეს.

ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები ოფიციალურმა პირებმა დაახასიათეს, როგორც ნელი, მაგრამ სწორი მიმართულების მქონე. ბევრს მიაჩნია, რომ შეთანხმება მოლაპარაკების ამ რაუნდის დროს, ბოლოს და ბოლოს შედგება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ფილიპ ჰამონდმა თქვა: „არ ვფიქრობ, რომ რაღაც დიდი მიღწევის მომენტი გვაქვს, გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას რათა ეს იმპულსი შევინარჩუნოთ.“

30 ივნისს დათქმული საბოლოო ვადის გასვლის გამო, მოლაპარაკებები კიდევ ერთი კვირით იქნა გაგრძელებული.

XS
SM
MD
LG